გულის შეტევა - პირველადი დახმარება
1. დაზარალებულს შესაძლოა აღენიშნებოდეს ძლიერი, მოჭერითი ხასითის ტკივილი გულ-მკერდის არეში, ან გადაცემითი ხასიათის ტკივილები მკლავების, კისრის, ყბის, ზურგის ან მუცლის არეში.
Გულის შეტევის დროს, ტკივილი გამოწვეულია გულის კუნთის სისხლის არასაკმარისი მომარაგებით, შესაბამისად ტკივილი არ გაივლის მოსვენებულ მდგომარეობაში.
2. დაუყოვნებლის დარეკეთ, ან სთხოვეთ ვინმეს დარეკოს 112-ზე.
თუ სისხლმომარაგება დარღვეულია გულის კუნთის დიდ უბანში, შეიძლენა განვითარდეს გულის გაჩერება. Ამითომ, აუცილებელია სასწრაფო დახმარების ხმობა დაუყოვნებლივ.
3. თუ არსებობს ექიმის დანიშნულება, მიჰყევით მას და მიეცით ექიმის მიერ დანიშნული წამალი.
4. დაეხმარეთ დაზარალებულს მოთავსდეს მისთვის მოსახერხებელ პოზიციაში (მაგ. Ნახევრად მჯდომარე პოზიცია).
5.განუწყვეტლივ დაამშვიდეთ დაზარალებული.
Სასწრაფო დახმარების მოსვლამდე იყავით დაზარალებულთან ერთად, დაამშვიდეთ და აკონტროლეთ სასიცოცხლო ნიშნები.
- თუ დაზარალებული უგონო მდგომარეობაშია და არ სუნთქავს
1.- Შეამოწმე სუნთქვა თავის უკან გადაწევით და მხედველობით, მოსმენით და შეხებით სუნთქვის კონტროლით.
2.- დაუყოვნებლივ დარეკეთ, ან ვინმეს დაარეკინეთ 122-ზე.
3.- თუ სუნთქვა არ იგრძნობა, დაიწეთ გულმკერდის არაპირდაპირი მასაჟი. Დაიჩოქეთ დაშავებულის გულმკერდთან. Ცალი ხელისგულის ფუძე დაადეთ დაშავებულის გულ-მკერდის ცენტრში. Მეორე ხელისგული დაადეთ პირველის ზემოდან.
4.- Სწორი მხრებით, იდაყვებში გამართული ხელებით მოახდინეთ ზეწოლა გულ-მკერდზე ვერტიკალურა ზევიდან ქვევით. Ხელები არ მოაცილოთ გულ-მკერდს. Აცადეთ ამოზნექა და გაიმეორეთ შემდეგი ზეწოლა.
5.- გაუკეთეთ მასაჟი სიხშირით წუთში 100 ზეწოლა, მანამ, სანამ დაშავებული არ დაიწყებს სუნთქვას ან არ გამოჩნდება დახმარება.
Შეიძლება მივცეთ დაზარალებულს ასპირინი? თქვენ შეგიძლიათ შესთავაზოთ დაზარალებულს ასპირინის ტაბლეტი ნელა საღეჭად, რადგანაც ეს მისი სისხლის გათხელებას შეუწყობს ხელს. Მან უნდა მიიღოს ორი 81 მგ დაბალი დოზის ასპირინის ტაბლეტი ან ერთი 325-მგ რეგულარული სიძლიერის ასპირინის ტაბლეტი.
Რა არის გულის შეტევა?გულის შეტევა ხდება გულის კუნთისთვის სისხლის მიწოდების უცაბედი შეწყვეტის დროს. Შეტევა შესაძლოა სასიკვდილოც აღმოჩნდეს. Შეტევის სიმძიმე დამოკიდებულია იმაზე, თუ გულის კუნთის რა ნაწილია დაზიანებული.
გულის შეტევის სიმპტომები
- Მოჭერითი ხასიათის ტკივილი
- Წვის ან სიმძიმის შეგრძნება გულის არეში, რომელიც შეიძლება გავრცელდეს მარცხენა ხელში, ბეჭში, ხერხემალში, ქვედა ყბაში
- Სუნთქვის გაძნელება
- Სიკვდილის შიში
- Კანის და ტუჩების ნაცრისფერი ან მოლურჯო შეფერილობა
- Ცივი ოფლი
- უეცრად განვითარებული თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა
ქალებს შეიძლება ჰქონდეთ ატიპიური სიმპტომები, როგორიცაა ხანმოკლე ან მკვეთრი ტკივილი კისერში, მკლავში ან ზურგში. ზოგჯერ, უეცარი გულის გაჩერება გულის შეტევის პირველი სიმპტომია.
ზოგჯერ გულის შეტევა მოულოდნელად ხდება. მაგრამ ბევრ ადამიანს აქვს გულის შეტევის გამაფრთხილებელი ნიშნები და სიმპტომები რამდენიმე საათით, დღით ან კვირით ადრე. ადრეული გამაფრთხილებელი ნიშანი შეიძლება იყოს გულმკერდის ტკივილი ან წნევა (სტენოკარდია ან ანგინა), რომელიც მუდმივად ხდება და არ ქრება დასვენების დროს. Სტენოკარდია (ანგინა) გამოწვეულია გულში სისხლის ნაკადის დროებითი შემცირებით.
Რა განსხვავებაა გულის შეტევასა და გულის გაჩერებას შორის?
Გულის შეტევა ხდება გულის კუნთისთვის სისხლის მიწოდების უცაბედი შეფერხების ან შეწყვეტის დროს, თუმცა იგი შეიძლება მაინც თუმბავდეს მცირე რაოდენობით სისხლს. Გულის გაჩერების შემთხვევაში, იგი მთლიანად ცერდება და იწვევს ცნობიერების დაკარგვასა და სუნთქვის გაჩერებას.