გადაცდენა სასუნთქ გზებში
- Სასუნთქი გზებიდან უცხო სხეულის გამოსაძევებლად განახორციელეთ ენერგიული დარტყმა ზურგზე ბეწებს შორის 5-ჯერ. Თუ დარტყმები უშედეგო აღმოჩნდა სწრაფად განახორციელეთ 5 აბდომინალური ბიძგი კუჭის თავზე (ეპიგასტრუმის არეში).
- Გადაცდენის შემთხვავაში გამოიძახეთ სასწრაფო.
თუ დაშავებული უგონო მდგომარეობაშია და არ სუნთქავს
- Შეამოწმე სუნთქვა თავის უკან გადაწევით და მხედველობით, მოსმენით და შეხებით სუნთქვის კონტროლით.
- დაუყოვნებლივ დარეკეთ, ან ვინმეს დაარეკინეთ 122-ზე.
- თუ სუნთქვა არ იგრძნობა, დაიწეთ გულმკერდის არაპირდაპირი მასაჟი. Დაიჩოქეთ დაშავებულის გულმკერდთან. Ცალი ხელისგულის ფუძე დაადეთ დაშავებულის გულ-მკერდის ცენტრში. Მეორე ხელისგული დაადეთ პირველის ზემოდან.
- Სწორი მხრებით, იდაყვებში გამართული ხელებით მოახდინეთ ზეწოლა გულ-მკერდზე ვერტიკალურა ზევიდან ქვევით. Ხელები არ მოაცილოთ გულ-მკერდს. Აცადეთ ამოზნექა და გაიმეორეთ შემდეგი ზეწოლა.
- გაუკეთეთ მასაჟი სიხშირით წუთში 100 ზეწოლა, მანამ, სანამ დაშავებული არ დაიწყებს სუნთქვას ან არ გამოჩნდება დახმარება.
თუ დაშავებული უგონო მდგომარეობაშია და სუნთქავს
- Შეამოწმე სუნთქვა თავის უკან გადაწევით და მხედველობით, მოსმენით და შეხებით სუნთქვის კონტროლით.
- Დააწვინეთ გვერდულად, გადაუწიეთ თავი უკან ისე რომ ნიკაპი იყოს აწეული ზემოთდა აკონტროლეთ სუნთქვა.
- Დარეკეთ, ან ვინმეს დაარეკინეთ 112-ზე.